You are viewing [info]potola's journal

About this Journal
Current Month
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Jan. 23rd, 2011 @ 11:42 pm (no subject)
დათუნას და იონას ვუთარგმნი ინგლისურენოვან საბავშვო სიმღერა–თამაშებს ქართულად:

The Itsy Bitsy Spider lyrics

The itsy bitsy spider went up the water spout
Down came the rain and washed the spider out
Up came the sun and dried up all the rain
The itsy bitsy spider went up the spout again.

იცით, იცით ობობა წყლის მილზე აძვრა,
გაწვიმდა და ჩამორეცხა ობობა დაბლა,
ამოვიდა მზე და არემარე გაშრა
და იცით, იცით ობობა კვლავ მილზე აძვრა.


დათუნას ძალიან შეუყვარდა სლავას ეს ლექსები:

http://meskhi.livejournal.com/333626.html?mode=reply

მადლობა სლავა!
About this Entry
მაია
Jan. 17th, 2011 @ 09:34 pm (no subject)
Давид, вспоминая свой день рождения:
- извини, папа, это был не твой день рождения, а только мой.
About this Entry
მაია
Sep. 20th, 2010 @ 11:00 am Tommy Emmanuel



გუშინ მასთან სტუმრად ვიყავით...


ფრენკ ვინოლაც იქ იყო...

About this Entry
მაია
Aug. 25th, 2010 @ 11:19 pm (no subject)
Кто может и кому понравится, поддержите голосованием!
http://www.orangebravo.co.il/users/daniel-safro
About this Entry
მაია
Feb. 24th, 2010 @ 12:07 am (no subject)
ადამიანებო
რა ვქნა არ ვიცი.
მისხლტება საგნის ჭვრეტა ხელიდან.
დათუნა 2,5 წლისაა.
ჩემი პაწაწინა შვილი მტვერივით იბერტყავს ყველა ჩემს ცდას ქართულად ავალაპარაკო...
მე მარტო არ ვყოფნი ენის გასაცოცხლებლად, დამხმარე კი არვინ მყავს..საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ვინმე პატარა, ქართულად მოსაუბრე, მაგრამ საუბედუროდ არავინაა საერთოდ ჩვენს წრეში მექართულე...
ნეტავი, ამ ამერიკაში ქართველები სად სახლდებიან და სად ცხოვრობენ?
About this Entry
მაია
May. 15th, 2009 @ 09:49 am (no subject)
ეს ჩემი შვილი ფრანგობს, რა ვქნა?!
დათუნა 22 თვისაა
ვასწავლი სახელის და გვარის თქმას... ვეუბნები – დათუნა თქვი,მეთქი, დათუნა safro...
ამბობს – datuna pati(თანაც ბოლო ი–ს გამოყოფით, ფრანგული პრონონსით)
ანდა მამაჩემს როგორ ეძახის!?... ბაბუ (უ–ს გამოყოფით ფრანგულ მანერაზე)
ილიას მამას დიდა( ისევ ა–ს გამოყოფით)
საიდან გაჩნდა ეს ფრანგი ჩემს ოჯახში?
About this Entry
მაია
May. 7th, 2009 @ 02:41 pm Cartwheel
Suddenly I was ქართველიng down the slope, all orientation gone....
About this Entry
მაია
Dec. 19th, 2008 @ 12:02 am שין
ადამიანი იმ ქვეყანაში უნდა ბერდებოდეს, რომელშიც დაიბადა
About this Entry
მაია
Sep. 15th, 2008 @ 06:03 pm (no subject)
დღეს სასაცილო რამ მოხდა:

დაჩიამ გაიღვიძა, მიმოიხედა და ილია, რომ დაინახა ისეთი ტონით სთქვა სიტყვა მამა ( რუსულად დედა), როგორი ტონითაც ამბობენ, როდესაც ვინმეს შეხვდებიან დიდი ხნის შემდეგ და თავად ვერ გაუგიათ ის ადამიანი შეხვდათ თუ შეცდნენ...
ილია თავად ახალი გამოღვიძებული იყო და ბოხი ხმით უპასუხა – нет, я папа.
დათუნამ რამდენიმე წამი უყურა მამამისს და მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, გახარებულმა დაიძახა па–па!– ისეთი ტონით, როგორითაც გამოხატავენ სიხარულს დიდი ხნის უნახავი ახლობლის ნახვის გამო...
About this Entry
მაია
Sep. 14th, 2008 @ 05:29 pm (no subject)
13 სექტემბერს, შაბათ საღამოს –
დათუნას ჩუტყვავილას წინააღმდეგ გაკეთებული აცრის შედეგად სიცხე მისცა და აქა–იქ გაამოაყარა.... ამ დღეს მე და ილია ქეით ჯარეტის კონცერტზე უნდა წავსულიყავით საღამოს... როგორც მიხვდით ძიძა დავითხოვე და ჩემი მეუღლე მარტო გავუშვი სიმფონიურში (იქ იმართებოდა ამ ჯაზმენის კონცერტი)...
დავრჩით მე და დაჩია შინ. ბავშვს ტელეფონის ყურმილი ეკავა ხელში და საქმიანად ღილაკებს აჭერდა თითს მერე ყურთან მიჰქონდა და ალოს ამბობდა... არ ვიცი სად რა გამომეპარა, მაგრამ ნახევარ საათში, როდესაც დათუნას ვაბანავებდი, უმას ყეფამ აბაზანიდან გამომიყვანა... კარებზე აკაკუნებდნენ.. გავაღე... პოლიციელები...
რაშია მეთქი ბატონებო საქმე?!
პოლიცია ხომ არ გამოგიძახიათო!!!
არა – მეთქი გაკვირვებულმა...
იცით რაო, აქედან დარეკესო და ბავშვის ხმა იყოვო – ალო, ალოო და მეტი არაფერიო. ვცდილობდითო გვეკითხაო რაშია საქმე, მაგრამ არავინ გვიპასუხაო... ამიტომაც მოვედითო...

გაიგეთ რა მოხდა?
ისევ ალბათობის თეორია მოქმედებაში...მილიონი კომბინაციიდან ჩემმა 13 თვის შვილმა სწორედ 911 აკრიფა და ტელეფონი ჩართო მერე დიდი კაცივით – ალო, ალოო და....
კაი ხალხი აღმოჩნდნენ პოლიციელები... არ დამაჯარიმეს...მარა შეეძლოთ...ალბათ იმათაც ჰყავთ შვილები :))
About this Entry
მაია